weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბორჯომის საკრებულომ მერიას ხელფასების გაზრდაზე მეოთხედ უთხრა უარი

13:28 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018
ბორჯომის საკრებულომ მერიას ხელფასების გაზრდაზე მეოთხედ უთხრა უარი ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

9 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა აღარ ჩატარდება. საკრებულომ საშტატო ნუსხა, რომლითაც მერის მოადგილეების და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაა მოთხოვნილი, მოტივირებული შენიშვნებით მერიას უკან მეოთხედ დაუბრუნა.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ 7 მარტს განიხილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული საკითხი მერიის საშტატო ნუსხისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ. როგორც ზემოთ აღნიშნულ კომისიას, ასევე საკრებულოს ბიუროს ერთხმად მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადეკვატურად არის გაზრდილი მაქსიმალური „შკალის მიხედვით“. აქედან გამომდინარე, შენიშვნების სახით აღნიშნულ საკითხს უკან ვაბრუნებთ მერიაში, კერძოდ წინადადებას ვაძლევთ მერის მოადგილეებს,სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელ პირებს სარგოს გაზრდა მოახდინონ ზღვრულ ფარგლებში“, - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკრებულო მერიას სთავაზობს, მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას ხელფასი გაიზარდოს და 2650 ლარის ნაცვლად, განისაზღვროს - 3000 ლარით; მერის მოადგილეების ხელფასი 2000 ლარიდან გაიზარდოს 2200 ლარამდე და არა 2600 ლარამდე, როგორც ამას მერია ითხოვს. სამსახურების უფროსების კი 1550 ლარიდან გაიზარდოს 1700 ლარამდე, განყოფილების ხელმძღვანელების კი 1400 ლარამდე.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა. საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში აქვს. 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან.„პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომლის გადადგომასაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ და მერიის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს. გასულ კვირას ბორჯომის მერი და მერიის თანამშრომლები გაიფიცნენ კიდეც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]