weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგებს სტრასბურგში ასაჩივრებს

16:34 სამშაბათი, 13 მარტი 2018

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგებს სტრასბურგში ასაჩივრებს.

„2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ზეწოლის ყველა უკანონო ბერკეტი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად (მათ შორის: ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ძალადობა, მოსყიდვა და ა.შ). გარდა ამისა, დამკვიდრდა გაყალბების სრულიად ახალი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ფორმალურადაც კი არ განიხილა ოპოზიციის მიერ წარდგენილი საჩივრები და საერთოდ არ იმსჯელა დარღვევების შინაარსზე.

12 მარტს ხელი მოეწერა ოპოზიციის ერთობლივ სარჩელს, რომელიც მიმდინარე კვირაში სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. უპრეცენდენტო შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ სარჩელს ხელს აწერს უკლებლივ ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო გარემო იყო სამართლიანი და მშვიდობიანი, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო და ამ გარემოში ჩატარდა არჩევნები. საუბარი არ მაქვს მხოლოდ ჩვენს შიდაპარტიულ კვლევებზე, საუბარი მაქვს სხვა ორგანიზაციების, მათ შორის ნეიტრალური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე. თბილისთან დაკავშირებით კვლევები აჩვენებდა, რომ კახი კალაძეს ჰქონდა იმაზე მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე სხვა ოპოზიციურ კანდიდატს და ზუსტად ეს აჩვენა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ხარვეზებს, რომელიც გამოვლინდა საარჩევნო პროცესში, რაიმე არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]