სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

„პირდაპირ დიალოგში“ აფხაზებთან და ოსებთან ფართო დიალოგი იგულისხმება – ციხელაშვილი

17:09 - 13 მარტი 2018 hits 404

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაში საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, არამედ იგულისხმებოდა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ფართო დიალოგი.

„რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით შიდა თუ გარე აუდიტორიებისთვის უნდა განვმარტოთ. რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება ხოლმე, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად არ ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეს ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით ასევე რუსეთში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან, ფართოდ, ადამიანებთან რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და მომავლის მშენებლობა. ყველა იმ არაპოლიტიზებულ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები. ეს არხები გარკვეულ დონეზე დღესაც ფუნქციონირებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატში გარკვეული პროგრესის მიღწევა მათი ამოცანაა.

„ჩვენი ამოცანა გახლავთ და ამას ხაზს კიდევ ერთხელ ვუსვამ, ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჟენევის ფორმატში იყოს გარკვეული პროგრესი მიღწეული და მეორე მხრივ, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგი ფართო კონტექსტში განვავითაროთ, რომელიც ნდობის მშენებლობის და შერიგების ამოცანებში ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადება სწორად უნდა გავიგოთ და ის არ ნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ის თავად გაემგზავრება.

„განცხადება სწორად უნდა გავიგოთ. აქ საუბარი მზაობაზე იყო, რომ მათ შორის, უმაღლეს დონეზე ჩართულობითაც შესაძლებელი იქნებოდა, წარმოგვედგინა ჟენევის ფორმატში დისკუსიების წარმოება. ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერი მომდევნო რაუნდზე გაემგზავრება. ეს ის საკითხებია, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება და ბუნებრივია, მზაობა და პოლიტიკური ნება ასევე მეორე მხრიდან სჭირდება. ამიტომ, ჩვენ მზაობას ვადასტურებთ ზოგადად ჟენევის ფორმატში მონაწილეობის თვალსაზრისით იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორმატია. კონსტრუქციულები და ორიენტირებულები იმაზე ვიქნებით, რომ პროგრესი ძირითად საკითხებზე მიღწეული იყოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას 9 მარტს მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. მიმართვაში კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერის განცხადებით, მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს. მისივე თქმით, მთავრობა მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას 12 მარტს გამოეხმაურა. საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი მიესალმება „დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის თაობაზე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]