weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მოუწოდებს თვითმმართველობის არჩევნები დანიშნოს

15:23 სამშაბათი, 23 მაისი 2017

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, ხელისუფლებამ თვითმმართველ ქალაქებს სტატუსი საბოლოოდ რომ ვერ გაუუქმოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნოს.

„ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა გამოეცხადებინა ქალაქების გაუქმების კვირეული და ეს ყველაფერი ხდება ადგილებზე, საკრებულოების გადაწყვეტილებით. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კონკრეტული ქალაქების სტატუსის გაუქმება, არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების დღე. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თარიღი ოქტომბერში, რომელიც უკვე მოგცცემს საშუალებას ამ ქალაქების მცხოვრებლებს, ჩვენ ქვეყანას, რომ ჩაიშალოს ის მზაკვრული გეგმა, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ქალაქების სტატუსების გაუქმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

15 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს საკრებულოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე. 14–ვე საკრებულომ სამინისტროს მოთხოვნას მხარი დაუჭირა სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]