weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

10 წელში თვითმმართველობების დაფინანსება თითქმის 2-ჯერ უნდა გაიზარდოს – პრემიერი

18:45 შაბათი, 31 მარტი 2018

„მომავალი ათი წლის განმავლობაში თვითმმართველობების დაფინანსება თითქმის ორჯერ უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები ცენტრიდან რეგიონებში, რაიონებში გადაინაცვლებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მცხეთაში განაცხადა, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ კონფერენცია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ადამიანები რეგიონებში, ადგილზე გადაწყვეტენ, რა პროექტები დააფინანსონ და მათ საამისო ფინანსური რესურსი ექნებათ.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაც წარმატებით განხორციელდება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გაძლიერება და რეგიონებში პარტიული ცხოვრების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ თვითმმართველობის გაძლიერების სრულიად ახალი მიმართულება, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული პოლიტიკური ხაზი ჩვენი პარტიისა და ხელისუფლებისთვის. ეს ითვალისწინებს თვითმმართველობების როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეგიონული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გაძლიერებას მმართველობითი ფუნქციის ვერტიკალში და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, განსაკუთრებით, ახალგაზრდულ ფლანგზე, ვინაიდან ვფიქრობთ, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით უფრო მეტია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს მცხეთაში „ქართული ოცნების“ დელეგატები აირჩიეს, რომლებიც მოგვიანებით პარტიის ყრილობაზე მმართველობით ორგანოებს აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]