ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, ვინც არ გაიყიდა, გავერთიანდეთ – მიხეილ სააკაშვილი

12:48 - 07 აპრილი 2018 hits 430

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტერია, ქვეყანა კი განადგურების საფრთხის წინაშეა.

ვიდეო-მიმართვაში სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადაზიდვას ეხმაურება და მიაჩნია, რომ საქართველოში „დიდი ეკოლოგიური უბედურება“ ხდება.

„ამბობენ, რომ ამას ივანიშვილი საკუთარი ჯანმრთელობისთვის აკეთებს - მას უნდა საკუთარი ჯანმრთელობა სხვა ქართველების ჯანმრთელობის ხარჯზე. ის და მისი ოჯახი იღებს ახალ-ახალ ქონებას უფასოდ ყველა სხვა ქართველის ხარჯზე. ჩემმა მეგობარმა, არაბმა შეიხმა დაბადების დღეზე რამდენიმე ათეული ათასი უნიკალური პალმის ხე მაჩუქა. ეს ხეები შეგიძლიათ ყოველდღე ნახოთ. 30 ათასი ხიდან ერთი ხე არ წამიღია სახლში, ისევე როგორც ჩემი პრეზიდენტობის შედეგად არაფერი ქონება არ დამრჩენია. მიხაროდა, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ეკუთვნოდა. ჩემი ფსიქოლოგია და ფილოსოფიაა, რომ ადამიანი არის იმისთვის, რომ სხვებს გაუკეთოს რაღაცა და თავისთვის არაფერი გაიკეთოს, თუ ხარ პოლიტიკაში.

მიხაროდა, რომ ეს იყო ანაკლიის ბულვარი, ბათუმის ბულვარი, ქუთაისი, სიღნაღი. ეს აუცილებლად იქნება მომავლშიც. ეს არის განსხვავება ჩვენს ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას შორის - ჩვენ გვინდოდა საჯარო სივრცე, ყველაფერი ხალხისთვის. მაგალითად, ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა - ყველა ქართველს უნდა ჰყოლოდა ამერიკელი მასწავლებელი. პროგრამა ივანიშვილმა ეგრევე დახურა, რადგან მარტო მის შვილებს და მათ წრეს შეიძლება კარგი მასწავლებელები ჰყავდეთ, მარტო მათ შეიძლება ჰქონდეთ კარგი შემოსავლი“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მეშახტეების გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა.

„ისევ დაგვეღუპა მეშახტეები ტყიბულში, რადგან თვეში დამატებით 50 ლარი ენანებათ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როცა ხეების და ათასგვარ აკვიატებაზე წარმოუდგენელი რაოდენობის ფული იხარჯება.

მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა გავერთიანდეთ. გვერდზე გადავდოთ ყველა განსხვავება. ჩვენ გამოგვივა დიდი ცვლილებების მოხდენა წელს და საქართველოს დახსნა დაცლისგან, განადგურებისგან, რუკიდან გაქრობისგან იმიტომ, რომ ამის საფრთხე რეალურია.

ძალიან დიდი ხანია ასეთი საფრთხე საქართველოს წინაშე არ ყოფილა, მაგრამ თუ ჩვენ ამას გავიაზრებთ, აუცილებლად გადავარჩენთ ქვეყანას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო ერთი კვირაში მიხეილ სააკაშვილმა უკვე მეორე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ოპოზიციურ ძალებს გაერთიანების და ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი ამბობს, რომ „ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ“. მისივე თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]