აპრილი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

რუსეთი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელს გამოაძევებს

17:40 - 13 აპრილი 2018 hits 147

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე საპასუხო ზომები მიიღო და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. საქართველოს წარმომადგენელს რუსეთის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა აქვს.

„ე.წ. „სკრიპალების საქმის“ გამო ჩვენი ქვეყნის მისამართით დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაჟღერებული დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის უსაფუძვლო გაძევებაზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შესაბამისი ნოტა დღეს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა. 

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პერსონად 29 მარტს გამოაცხადა. ამით საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას. 

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]