weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„გაზპრომი“ შვილობილი კომპანია „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის“ 100 %-იანი წილის მფლობელი ხდება

15:45 პარასკევი, 27 აპრილი 2018

რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კომპანია „გაზპრომი“ 5 წელში სულ მცირე 2 მილიარდ რუბლს დახარჯავს „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის“ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციისთვის.

საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, დოკუმენტი 26 აპრილს რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების მხარეები ორი წლის განმავლობაში შეიმუშავებენ და შეათანხმებენ ბუნებრივი აირის ფასების გაანგარიშების მეთოდსა და პრინციპებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა „გაზპრომს“ მიჰყიდის „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთში“ თავის 25%-იან წილს და სიმბოლურად დაიტოვებს ერთი რუბლის ღირებულების ერთ სახელობით აქციას. შესაბამისად, „გაზპრომი“ „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის“100%-იანი წილის მფლობელი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ქონება, რომელიც დე ფაქტო მთავრობის საკუთრებაშია და გამოიყენება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების, განაწილების, შენახვისა და რეალიზაციისთვის, რუსულ კომპანიას გადაეცემა.

დოკუმენტში არ არის მითითებული რა თანხას გადაუხდის რუსეთი დე ფაქტო მთავრობას 25%-იანი წილის სანაცვლოდ.

„გაზპრომი“ რუსეთის უმსხვილესი სააქციო საზოგადოებაა. აქციების 50 %-ზე მეტს სახელმწიფო აკონტროლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]