weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ – გივი ჭიჭინაძე

13:12 შაბათი, 28 აპრილი 2018

„ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, ბარათების და განცხადებების გარეშე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა. მან „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, გიგი უგულავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ დღეს წითელ ბარათს უჩვენებს.

ჭიჭინაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იმ პროექტებზე გააგრძელებს მუშაობას, რომლებიც იმერეთის გუბერნატორად ყოფნის დროს დაიწყო.

„არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდა მშვიდ გარემოში ჩაეტარებინა თავისი წინასაარჩევნო კამპანია. გეგმებს რაც შეეხება, რა გეგმებიც გვქონდა მათ განხორციელებასა და მათი შესრულების გაგრძელებაზე ვიმუშავებთ. სამი წელი გუბერნატორი ვიყავი და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს. ვესაუბრებით და თითქმის მოგვარებული გვაქვს ახალი ინვესტორების შემოყვანა“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობის აქტივობა 12:00 საათის მონაცემებით, 24.33 %-ს შეადგენს. საარჩევნო ოლქში გახსნილ 60 უბანზე რეგისტრირებული 408 123 ამომრჩევლიდან ხმა 11 708-მა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]