weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაიწყო

20:41 შაბათი, 28 აპრილი 2018

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ვანისა და ხონის N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი 60 საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9 % (27 486 ამომრჩეველი) შეადგინა. საარჩევნო ოლქში სულ 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შემაჯამებელ ოქმებს ცესკო ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე - www.results.cec.gov.ge.

არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი: გიორგი უგულავა – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“; ზურაბ ქართველიშვილი – „ტრადიციონალისტები“; მამუკა ტუსკაძე – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გივი ჭიჭინაძე -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ვასილ კოპალიანი – საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა).

შუალედური არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილმა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]