weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

17:55 პარასკევი, 11 მაისი 2018

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.

პარტიამ ასევე დაამტკიცა ახალი პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, მამუკა მდინარაძე, დავით საგანელიძე, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ბიძინა გეგიძე, მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი.

მმართველი პარტიის რიგით მეხუთე ყრილობას, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ესწრებიან.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბაზაზე შეიქმნა და მის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]