weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„გვიპასუხონ, ნარკოტიკების პოპულარიზაცია საიდან ფინანსდება“ - დიმიტრი ხუნდაძე

17:35 შაბათი, 12 მაისი 2018

„მიმდინარე პროცესებს მთელი ღამის განმავლობაში თვალ-ყურს ვადევნებდი. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, რაც მოხდა. უმჯობესი იქნებოდა, აღნიშნულის საჭიროება არ დამდგარიყო. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ნარკოტიკების მასობრივი პოპულარიზაცია  მიმდინარეობს და ნარკოტიკების მოხმარებამ უკონტროლო ხასიათი მიიღო. იყო ზედოზირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. ვფიქრობ, ჩარევა აუცილებელი იყო“, - აცხადებს პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტულ კითხვაზე პასუხს ითხოვს.   

„სრულ მხარადჭერას ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქტიური ქმედებები უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ასევე, მაქვს კითხვა, რომელსაც აუცილებელია პასუხი გაეცეს  -

შესასწავლია, საიდან ფინანსდება ბოლო პერიოდში ნარკოტიკების პროპაგანდა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს პოპულარიზაციის გზით.

ჩვენ თითქოს ვითხოვთ ევროპულ დეკრიმინალიზაციას, მაგრამ გვინდა, ადგილობრივი, აქაური უწესრიგობა და თავნებობა. სად გინახავთ რომ სპეცოპერაცია, რომელიც ლეგიტიმურია, აქვს სასმართლო გადაწყვეტილება, აქვს მტკიცებულებები, ფაქტები, სპეცოპერაციას ატარებს ძალოვანი სტრუქტურები და საზოგადოების ერთი მცირე ნაწილი, რომელსაც არ ვიცი რა ინტერესები აქვს, ხელს უშლის.“

დეპუტატი სახელმწიფოს ორ ძირითად ვალდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კლუბურ ცხოვრებას არავინ ებრძვის, თუმცა ნარკოტიკების გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ კლუბშიც და გარეთაც, სადაც არ უნდა იყოს: „ასეთი ოპერაციები ტარდება ესპანეთშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და სხვაგან, მაგრამ არ შეიძლება, მუდმივად, ერთიდაიგივე ჯგუფი დაკავებული იყოს პოლიციელთა დისკრედიტაცითა და ხელის შეშლით, როცა ისინი ვალდებულები არიან ქვეყნის და უსაფრთხოების ინტერესები დაიცვან. სახელმწიფოს აქვს 2 ძირითადი ვალდებულება - აწარმოოს მძლავრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს გამსაღებლებს. თუ ევროპული სტანდარტი გვინდა, ევროპული სტანდარტი უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში და არა იქ, სადაც მხოლოდ ჩვენი ვიწრო ინტერესია.

კლუბურ ცხოვრებას არავინ ებრძვის, ჩვენ ვებრძვით კლუბურ და არა მხოლოდ კლუბურ ნარკოტიკებს. კლუბები უნდა იყოს, მაგრამ ნარკოტიკების გარეშე. ჩვენ არ გვინდა იმდაგვარი ტურიზმის განვითარება, რაც ნარკოტიკებზე დაფუძნებული იქნება.

ნარკოტიკების ფონზე განვთარებული ტურიზმი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხის შემცველია. არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, არ არსებობს ნაკლები და მცირე ზიანის მომტანი ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკი მკვლელია“, - აცხადებს ხუნდაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]