weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტის მაჟორიტარების ბიუროების შენახვაზე ერთ წელში 4 მილიონზე მეტი დაიხარჯა

14:58 ორშაბათი, 14 მაისი 2018

მაჟორიტარული ბიუროს შენახვაზე 2017 წელს ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს გოჩა ენუქიძემ (ამბროლაური-ონი-მესტია-ცაგერი-ლენტეხი) - 149 417 ლარი, ზაქარია ქუცნაშვილმა (თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგი) - 112 944 ლარი და ანზორ ბოლქვაძემ (ხულო-შუახევი-ქედა) - 105 544 ლარი.

ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის მოცულობით, გამოირჩევიან შემდეგი მაჟორიტარი პარლამენტარების ბიუროები: 91 763 ლარი - გიორგი კოპაძე (ადიგენი-ახალციხე); 86 066 ლარი - ირაკლი შიოლაშვილი (სიღნაღი-დედოფლისწყარო); 85 329 ლარი - გურამ მაჭარაშვილი (ლაგოდეხი-ყვარელი); 84 070 ლარი - ნინო წილოსანი (ლანჩხუთი-ჩოხატაური); 81 490 ლარი; - კობა ლურსმანაშვილი (ბაღდათი-ხარაგაული);  80 761 ლარი - გოგა გულორდავა (წალენჯიხა-ჩხოროწყუ);  80 395 ლარი - ენზელ მკოიანი (ახალქალაქი-ნინოწმინდა).

იმავე პერიოდში ყველაზე მცირე თანხა დაიხარჯა მცხეთის მაჟორიტარის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს შენახვაზე - 44 016 ლარი. ბათუმის მაჟორიტარის მუხრან ვახტანგაძის ბიუროს ხარჯებმა შეადგინა 44 546 ლარი, ხოლო საჩხერის მაჟორიტარის პაატა კვიჟინაძისა - 45 827 ლარი.

ბიუროს შენახვაზე გამოყოფილი ხარჯებიდან ყველაზე მეტი თანხა დაზოგეს ირაკლი სესიაშვილმა (თელავი-ყვარელი) – 30 662 ლარი, ოთარ დანელიამ (აბაშა-მარტვილი) – 30 548 ლარი და კახაბერ ოქრიაშვილმა (დმანისი-წალკა) – 30 339 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]