weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

26 მაისს თბილისს 7 პრეზიდენტი ეწვევა

16:10 სამშაბათი, 15 მაისი 2018

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.

„ესუპრეცედენტო ფაქტია. ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს  ჩამოსულან. ამ კუთხითგამორჩეული იქნება 26 მაისი“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ბრენდი, რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას.

„ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტია და ამ ფორუმს ასევე, 26 მაისს, საზეიმო ვითარებაში გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]