weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზუგდიდის საკრებულოს განმარტება მიცვალებულის მჯდომარედ დაკრძალვის წესზე

18:02 სამშაბათი, 15 მაისი 2018

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, რატომ მიიღო საკრებულომ და რა შემთხვევებზე გავრცელდება მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი.

„ეს არ არის ნორმატივი, რომ ყველა მიცვალებული დაიკრძალოს მჯდომარე მდგომარეობაში. აქ საუბარია განსაკუთრებულ შემთხვევებზე. სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს უპატრონო მიცვალებული, რომელიც გაყინვის შედეგად მჯდომარე მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი. ან სხვა თერმული დაზიანების შედეგად, რომლის ფიზიოლოგიურ ნორმაში მოყვანა შეუძლებელია, სასაფლაოს ოპერატორი შეიძლება იძულებული გახდეს მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალოს“, - აღნიშნა მამუკა წეწორიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე - ყოფილა თუ არა მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის მოთხოვნა, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა: „მოთხოვნა, ყოველ შემთვევაში, ჯერჯერობით ჩვენთან არ ყოფილა, გარდა ამ განსაკუთრებული შემთხვევებისა, მაგრამ არ არის გამორიცხული, თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით,სხვადასხვა მრწამსის წარმომადგნლების მოთხოვნა იყოს, რომლებიც ფლობენ დაკრძალვის ამ წესს“.

მამუკა წოწერიას თქმით, ამ წესის მიღებაში განსაკუთრებული არაფერია და ამ მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამონაკლისი არ არის.

„ნებისმიერი მუნიციპალიტეტის, უმეტესობის, მათ შორის დედაქალაქის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი რომ ნახოთ, განსაზღვრულია ის განსაკუთრებული შემთხვევა - თუ ხდება მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა მიწაყრილის პარამეტრები რამდენი უნდა იყოს. ამას ითვალისწინებს, როგორც მე ვიცი, დედაქალაქის სასაფლაოების მოწყობისა და მართვის წესი“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, დადგენილების შემუშავებაში სპეციალისტები მონაწილეობდნენ, დოკუმენტს გავლილი აქვს სამართლებრივი ექსპერტიზა და მასთან დაკავშირებით შენიშვნა არ ყოფილა.

ზუგდიდის საკრებულომ 4 მაისის სხდომაზე მიიღო დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“. დადგენილებითსაფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა. ინფორმაცია ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „რეგინფომ“ გაავრცელა.

იმავე დადგენილების თანახმად, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი საფასური 20 ლარი იქნება. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების, ასევე ლტოლვილების დაკრძალვა უსასაყიდლოდ მოხდება, ხოლო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]