აგვისტო 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი უნდა გავაორმაგოთ - პრემიერი

18:11 - 15 მაისი 2018 hits 268

დღეიდან 3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი პრიორიტეტი ხდება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში გახდეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეიდანვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს, როგორც ცალკე მდგომი, ასევე განათლების სისტემაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შეფასება. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევაფასებთ არსებულ საჭიროებას, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში, ევროპული სტანდარტის მიხედვით, მოსახლეობის კონკრეტულ რაოდენობაზე გათვლითა და გეოგრაფიული განაწილებით, რათა მივიღოთ გეოგრაფიულად სწორი განშლა და ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის - ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. ამიტომ, შემუშავდება ამ ინფრასტრუქტურის მართვის, სუბსიდირების სპეციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე - სოციალური კუთხით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის დავალების შესაბამისად, არსებული ინფრასტრუქტურისა და საჭიროებების შეფასება ერთი თვის  ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დღეებში შეიკრიბება. მას შემდეგ, რაც დროში გაწერილი გეგმა მომზადდება, პრიორიტეტები, თვისობრივად სხვა დონეზე, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სპორტსმენებისა და სპორტში ჩართული ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯერ კიდევ, სპორტული აქტივობების მიხედვით, საქართველოში საშუალო ევროპული მაჩვენებლის ნახევარიც არ არის“.

ეს მაჩვენებელი დღეიდან 3 წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და ევროპულ მაჩვენებელს მივუახლოვოთ. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც უმოკლეს პერიოდში დაიდება. ქვეყანაში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის შესაქმნელი კაპიტალური დანახარჯები, არამედ ეს აისახება მათ შორის სოციალურ მუხლებში, რათა ადამიანებმა შეძლონ ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]