weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ცესკომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესახებ რეფერენდუმის ინიციატივა დაარეგისტრირა

13:20 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის განცხადება დაარეგისტრირა.

რეფერენდუმის ინიციატორები საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, კახაბერ ჭიჭინაძე, მერაბ შათირიშვილი, ირაკლი აბაშიძე, შოთა გლურჯიძე და ნიკოლოზ კიკნაველიძე არიან.

„რეფერენდუმის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, განაცხადის რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეაგროვოს არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა და წარუდგინოს ცესკოს, რომელიც თავის დასკვნას და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას 1 თვის ვადაში გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს.

რეფერენდუმის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტმა სარეფერენდუმო მასალების მიღებიდან 30 დღეში უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში იგი გამოსცემს ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, 2024 წლიდან უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესი, რის შემდეგაც პრეზიდენტს 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]