weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

იოსებ გოგაშვილმა 2017 წელს ხელფასის ოდენობით დანამატები 36-ჯერ აიღო

13:23 შაბათი, 26 მაისი 2018

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ანაზღაურება 2017 წლის განმავლობაში 142 044 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 35 400 ლარს შეადგენდა, მან სხვადასხვა დანამატების სახით 106 644 ლარი მიიღო.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილების თანახმად, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2018 წლის 1-ელ იანვრამდე თვეში 2950 ლარი იყო, რაც წელიწადში 35 400 ლარს შეადგენდა.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, იოსებ გოგაშვილმა 2017 წლის განმავლობაში მიიღო 142 044 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რაც თვეში საშუალოდ 11 837 ლარია. აქედან, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 35 400 ლარია, ხოლო დანარჩენი თანხა - 106 644 ლარი სხვადასხვა სახის დანამატები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იოსებ გოგაშვილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 2.5-ჯერ გაიზარდა და თვეში 2950 ლარის ნაცვლად 7500 ლარი გახდა.

„რეგინფო“ წერდა, რომ იოსებ გოგაშვილის კარიერული წინსვლა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უკავშირდება. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, მანამდე გოგაშვილის 5-სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას - თვეში 126 ლარს იღებდა.

2012 წლის ნოემბერში იოსებ გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რიგით ინსპექტორად დაინიშნა; მალევე გახდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წლის იანვარში იგი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

იოსებ გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი 2013 წლიდან „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ მთავარ სპეციალისტად დაასაქმეს, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 12 000 ლარი იყო. 2014 წელს იგი სს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ გადაიყვანეს მთავარ სპეციალისტად, მისი ანაზღაურება კი 2,6-ჯერ გაიზარდა და 31 318 ლარს მიაღწია. 2015 წლიდან თეა მარტყოფლიშვილი იმავე კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 59 280 ლარი გახდა.

2016-2017 წლებში თეა მარტყოფლიშვილს სამსახურებრივი პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა შრომის ანაზღაურება სისტემატურად იზრდება, - 2016 წელს მან 72 158 ლარი, ხოლო 2017 წელს 83 250 ლარი მიიღო, რაც თვეში 6937.5 ლარს შეადგენს და მინისტრის ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატება.

მსგავს თემაზე:

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

როგორ იზრდებოდა სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახის ქონება და შემოსავლები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]