weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თბილისის საკრებულომ ვარდების რევოლუციის მოედანს სახელი გადაარქვა

13:57 შაბათი, 26 მაისი 2018

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „ვარდების რევოლუციის მოედანს“ სახელი გადაერქვა და „პირველი რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას მხარი უმრავლესობის 30-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევა მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიებაა.

„საზოგადოების ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია მოედნისთვის სახელის გადარქმევა. ეს არის უაზრო კონკურენცია, როცა ჩვენი უახლესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან და ცალსახად დიდ თარიღებს ვაჯიბრებთ სხვა თარიღებს. რა თქმა უნდა, ეს არის ვიწრო პარტიული შურისძიება პოლიტიკურ ოპონენტზე“, - განაცხადა გაბაშვილმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით, 1-ელ მაისს გამოვიდა. ნიბლოშვილი მედიასთან აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის მოედანი“ იგივე ნაციონალური მოძრაობის მოედანია.

საკრებულოს განმარტებით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია, სწორედ ამიტომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი უნდა დარქმეოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]