weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სირიის მიერ დამოუკიდებლობის აღიარება 2008 წელს დაწყებული პროცესის გაგრძელებაა - ბიბილოვი

14:57 სამშაბათი, 29 მაისი 2018

სირიის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს დაიწყო.

„დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. ახალი მეგობრები ყველას სჭირდება, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის წინაშე დადგნენ. დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები დარწმუნებული ვარ წაადგება სირიისა და სამხრეთ ოსეთის ხალხს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, „ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის“.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა დღეს აღიარა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა. მას შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ და და ნაურუმ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]