weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები – მიხეილ სააკაშვილი

22:19 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. სააკაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის გადადგომა არაფერს ცვლის და საზოგადოებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოითხოვოს.

„ამ სისტემაში სხვანაირად არ იქნება. მინისტრმა დანიშნა თავის ახლო ნათესავი გენერალური ინსპექციის უფროსად, იმის შვილმა მოკლა ბავშვი და ყველა ხელს აფარებს, იმიტომ რომ იმას აქვს ისეთი დავალება შესრულებული ივანიშვილისთვის, რომ იმას ხელს ვერავინ აკარებს. რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები, რომლებიც არიან ამ სისტემაში? ამათ ხელთათმანებივით იცვლის მაფიოზი.

რა თქმა უნდა სწორია შოთაძის გადადგომა, მაგრამ შოთაძე ვინ არის? ზუსტად ასე გადააყენეს ფარცხალაძე, მისცა ივანიშვილმა ფული და გადასარევად არის მოწყობილი. ზუსტად ასევე მისცემენ შოთაძესაც პენსიაზე ფულს და ივლის გარშემო. რა შოთაძის გადაყენება, ყველა ძველი მოსამართლეა გასაყრელი, ეს პროკურატურა არის დასაშლელი, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ეგრევე უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]