weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

10 ივნისამდე აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული – ზაზა სარალიძე

18:52 ორშაბათი, 04 ივნისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა ჩამოიშალოს“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

„პრემიერმა განმიმარტა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა თანამდებობასო, მაგრამ ჯერ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები. აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული - ვინც იყო მკვლელი, რომელმა გამომძიებელმა და პროკურორმა რა დანაშაული ჩაიდინა, ვინ მფარველობდა ამ პროკურორებს, ვინ მფარვლობდა გენპროკურორს, აბსოლუტურად ყველაფერი. კონკრეტულ ნაბიჯებს თუ ვერ შევხედავ, იგივე პოზიცია მექნება. აქციები პარალელურად გაგრძელდება. პრემიერმა საბოლოო სიტყვა ის მითხრა - მე გადავდგები თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ გადადგომასთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნები უკვე წაყენებული გვაქვს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ მთავრობის კანცელარიასთან.

პრემიერ-მინისტრის გარდა დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც მონაწილეობდა.

ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ გუშინ განაცხადა. თავდაპირველად, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ის პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად აპირებდა. პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერთან შეხვედრის ინიციატორი ზაზა სარალიძე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]