weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გარდაბანში მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის მემორიალი გაიხსნება

10:47 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018
ფოტოზე ფარი-ხანუმ სოფიევა ფოტოზე ფარი-ხანუმ სოფიევა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნება.

ფარი-ხანუმ სოფიევა პოლიტიკურ მოღვაწეობას 100 წლის წინ ეწეოდა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა. მათ შორის თბილისის მაზრაში, ყარაიაზის ოლქში, სადაც სოფიევამ გაიმარჯვა და ყარაიაზის ოლქიდან თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა. სოფიევას სახელს უკავშირდება მის მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენება.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა ერობები გააუქმეს, ფარი-ხანუმ სოფიევას ოჯახი გააკულაკეს, უფრო გვიან კი, 1937 წელს, მისი 3 ძმა დახვრიტეს. ამის შემდეგ ფარი-ხანუმი ობოლ ძმისშვილებს ზრდიდა.

ყარაჯალაში ფარი-ხანუმ სოფიევაზე უკვე ლეგენდად ქცეული ამბები სოფლის მცხოვრებლებისგან ჟურნალისტმა უილიამ დანბერმა ჩაწერა და eurasianet.org-მა გამოაქვეყნა.

ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს უკავშირდება. მემორიალს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი დღეს გახსნის. ღონისძიებას სოფიევას შთამომავლებიც დაესწრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]