weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სააკაშვილის ქსენოფობიური განცხადება - ქართველებს ვერ გააჩეჩნებენ, შორს ჩვენგან ჩეჩნობა

17:17 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

„საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მითუმეტეს ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სააკაშვილი გადაცემა „არჩევანში“ 12 ივნისს, 23:15 საათზე ჩაერთო. ყოფილი პრეზიდენტი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე, პოლიტიკურ მოვლენებსა და მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა. როგორც ცნობილია, მარნეულში მოქალაქე ელჩინ ა-ს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე „ფეისბუქში“ ჩართვისას მარნეულის მერის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, ძალადობის შედეგად, ჯერ საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი აიძულეს მოეშარდა და შარდით სახე დაებანა, რაც ტელეფონით გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

„რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია არ გაემიჯნა არც მანამდე, ვიდრე სააკაშვილი ჩართვას დაასრულებდა და არც მას შემდეგ. წამყვანმა არც კი მიუთითა რესპონდენტს, რომ ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ქარტიის საბჭოს განმარტებით, ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]