weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოვუწოდებ მმართველ პარტიას, პრემიერად ივანიშვილი დაასახელოს - პრეზიდენტი

12:22 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

„პრემიერ-მინისტრების შერჩევის ეს მასკარადი უნდა დასრულდეს და მოვუწოდებ მმართველ პარტიას, პრემიერად პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას.

„საზოგადოება დაახლოებით ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციციას სამართლიანობასთან და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე „Unicef“-ის კვლევიდან გამომდინარე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი.

გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს: რატომ მიდიან თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერები. ისევე როგორც წინა პრემიერ-მინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია. რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი და რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი უნდა დამთავრდეს, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები“.

„რა პრინციპით ირჩევიან ისინი საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს და თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ, იქ პრემიერ-მინისტრები მმართველი პარტიის ლიდერები არიან და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი“

თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისათვის გასაგებია“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა. პრემიერის გადადგომის გამო მთავრობის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]