აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

არჩილ თალაკვაძე: ამოსავალი კრიტერიუმია, რომ ახალ პრემიერს ეკონომიკური განათლება ჰქონდეს

17:21 - 14 ივნისი 2018 hits 239

„ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმებია ის, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, გაუმკლავდეს, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა იმ მიმართულებით, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს, იმ შედეგებს, რაც ბოლო პერიოდშია ცნობილი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურაც განიხილება.

„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. 5 საათის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ იქნება კანდიდატი, ვისაც შევარჩევთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც მმართველ პარტიას მოუწოდა, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის კანდიდატურა არ განიხილება და პრეზიდენტის პოლიტიკური პროგნოზი ამ შემთხვევაშიც მცდარია.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რაზედაც პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები ჰქონდა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთავრობის ყველა სხვა წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, ის საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო, 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]