weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დროებით მთავრობაში მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი აღარ იქნებიან

23:10 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

20 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დროებითი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. მთავრობის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არ არიან.

ამ თანამდებობებზე მათი მოადგილეები - დავით ზალკანიანი და გიორგი ჩერქეზიშვილი არიან წარდგენილნი. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუაა დასახელებული.

დანარჩენ სამინისტროებს ისევ მთავრობის ძველი შემადგენლობა უხელმძღვანელებს. თანამდებობაზე რჩება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომლის გადადგომასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად მთავრობა დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით წარდგება. სამი კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, პარლამენტს ნდობის მისაღებად  სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა წარედგინება. ბახტაძის თქმით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

წინასწარი ინფორმაციით, მთავრობის რესტრუქტურიზაციის შედეგად გაუქმდება სასჯელაღსრულების სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. ორად გაიყოფა დევნილთა სამინისტრო, რომლის ფუნქციების ერთ ნაწილს - სოციალურ  საკითხებს ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს, დევნილებისთვის საცხოვრებლებით უზრუნველყოფას და მშენებლობის საკითხებს კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გაუქმდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]