weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

დეპუტატებს გვსურს, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ – თალაკვაძე

15:34 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის წევრებს სურთ, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით იცხოვრონ და მათთან ერთად წვრთნა გაიარონ.

„ბატონო ლევან, თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა რეფორმებსა და თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს და მშვიდობას მსოფლიოს ურთულეს წერტილებში. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მაღალია. დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება და მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან იზორიას მიმართა, დეპუტატების ეს თხოვნა და სურვილი გაითვალისწინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]