weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ბოკერია ბახტაძეს: თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ?

18:00 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

„ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი რგიორგი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არცერთს არ გიბლოკავდათ, ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, - მიმართა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ბოკერიას თქმით, ბახტაძის მიერ წარდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამა მისთვის დამაჯერებელი არ არის.

„ბატონო მამუკა, თქვენ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

მამუკა ბახტაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ბევრ ინიციატივას იზიარებდა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]