weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა გამოუცხადა

21:31 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. რიგგარეშე სხდომაზე დროებითი მთავრობა 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

დროებითი მთავრობის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არ არიან. ამ თანამდებობებს მათი მოადგილეები - დავით ზალკანიანი და გიორგი ჩერქეზიშვილი დაიკავებენ. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი მამუკა ბახტაძის ნაცვლად, მისი ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა იმუშავებს. დანარჩენ სამინისტროებს ისევ მთავრობის ძველი შემადგენლობა უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამის განხორციელებას და არსებული გამოწვევების გამკლავებას 14 სამინისტროს ნაცვლად 11 სამინისტროც შეძლებს. ბახტაძეს არ დაუსახელებია, რომელი სამინისტროების გაუქმება ან გაერთიანება იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის დეკემბრიდან იკავდებდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 13 ივნისს განაცხადა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]