weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები – მამუკა ბახტაძე

23:16 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კანდიდატებისგან. საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად განვახორციელოთ რეფორმები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

პარლამენტის მიერ დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც მთავრობა პარლამენტში წარადგენს, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია, რაც გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას.

„ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს და ზოგადად ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში იხილავთ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ჩემი მხრიდან კანდიდატების დღეს დასახელება არასწორი იქნება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები“, - აღნიშნა ბახტაძემ.

დღეს, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. დროებითი მთავრობის შემადგენლობაში აღარ არიან მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა სამინისტროებს მათი ყოფილი მოადგილეები - დავით ზალკანიანი და გიორგი ჩერქეზიშვილი უხელმძღვანელებენ. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი მამუკა ბახტაძის ნაცვლად, მისი ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა იმუშავებს. მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელი დარჩა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]