weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სირიელ ლტოლვილებს ოჩამჩირეში ქართველების სახლებს სთავაზობენ

12:13 პარასკევი, 22 ივნისი 2018
ფოტოზე ბესლან დბარი ფოტოზე ბესლან დბარი

აფხაზეთის დე ფაქტო რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა, სირიიდან ლტოლვილების დასახლების საკითხი გალის რაიონის შემდეგ ოჩამჩირეშიც განიხილა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხრიპს ჯოპუამ ლტოლვილების საცხოვრებლად დე ფაქტო მინისტრს ის საცხოვრებელი ფართობები შესთავაზა, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ.

„ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ლტოლვილებისთვის საჭირო საცხოვრებელი. ცნობილია, რომ აქ ბევრი ცარიელი სახლია, სადაც შეიძლება დაბრუნებულმა თანამოქალაქეებმა იცხოვრონ. დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში 500 რეპატრიანტი ცხოვრობს. ამ პროცესის განვითარება გააუმჯობესებს დემოგრაფიულ პრობლემას, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ბესლან დბარმა.

„ოჩამჩირეში ცარიელია 14 სოფელი, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. არის ორი კორპუსი.ერთი კორპუსის 20 ბინა საცხოვრებლად ვარგისია, მეორეში კი 78 ბინაა. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა. ასევე რემონტი უტარდება ყოფილი კოლმეურნეობის შენობას, სადაც 100 ოჯახის შესახლებაა შესაძლებელი. არის ასევე ინტერნატის შენობა, რომლის გამოყენებაც შეიძლება. ოჩამჩირეში არის ბევრი ცარიელი მიწის ნაკვეთიც. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, აქ არის ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობები, სადაც 10-მდე ოჯახის დასაქმება შეიძლება“, - აღნიშნა ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხრიპს ჯოპუამ.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რეპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა და ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიას შეხვდა. ტელეკომპანია „გალ ტვ“ იუწყება, რომ მათ სირიიდან გალის რაიონში აფხაზების რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

2018 წლის მაისის ბოლოს სირიის არაბთა რესპუბლიკამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]