weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას“ – პრეზიდენტმა ერდოღანს გამარჯვება მიულოცა

12:32 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც გიორგი მარგველაშვილის მილოცვაშია აღნიშნული, თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რათა უზრუნველყონ სამომავლო კეთილდღეობა და წარმატება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის მომსწრენი გავხდით. მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისათვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენი ერები ყოველთვის ერთად იდგნენ ახალი მიღწევების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.

ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ არაერთ წარმატებას, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელსაც მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის წამოიწყებთ“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 24 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მის სასარგებლოდ ხმა ამომრჩეველთა 52 %-მა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]