weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სოზარ სუბარი მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება

17:48 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.

სუბარის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მისი სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთან, მან უარყო პრეზიდენტობის კანდიდატად მისი წარდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტორში. მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო სოციალური საკითხები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი დროებითი მთავრობა პარლამენტმა 20 ივნისს დაამტკიცა. როგორც მაშინ ბახტაძემ განაცხადა, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. 

 

ამ თემაზე:

მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]