weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის შეხვედრა ჩაშალეს

14:52 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პოლიტიკური მოტივით გამოიყენეს, კერძოდ, შანტაჟის ფორმით მოითხოვეს დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება.

„განხილვის მთავარი საგანი უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის მიერ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღება გამოყენებული იქნა რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის.

კერძოდ, მათ ფორმატისათვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას საკითხის შეხვედრის დღის წესრიგიდან ამოღება, რაც მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ანათაძემ.

გუშინ, 26 ივნისს, საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გამოაქვეყნა. სიაში შეიყვანეს ის 33 ადამიანი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. სიის გამოქვეყნების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]