ივლისი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია - თეა წულუკიანი

18:17 - 09 ივლისი 2018 hits 281

„ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლეთ და „ნაციონალური მოძრაობა“ დავამარცხეთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი და მთავარი პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის ნათესაური კავშირის შესახებ.

„1-ელ ოქტომბერს ამ ჯგუფში იყო შალვა თადუმაძე, არჩილ კბილაშვილი, მე, ზაქარია ქუცნაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე და სხვები. ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა. მე ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები. საბჭოს სხდომაზე მაქსიმალურად თავს შევიკავებ კითხვების დასმისგან და შეიძლება კენჭისყრაშიც არ მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შალვა თადუმაძე, რომელიც ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, იუსტიციის მინისტრმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად წარუდგინა. თადუმაძის გარდა, მთავარი პროკურორობის კანდიდატები შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი არიან.

ნინო გოგნიაშვილი და შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძე კი პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატია. მთავარი პროკურორის შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე სულ 18 პირი მონაწილეობდა.

შალვა თადუმაძის კანდიდატურას უნდობლობას უცხადებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადამიანი. ის არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან, თადუმაძე კი „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ბავშვების მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]