სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა

10:28 - 12 ივლისი 2018 hits 579

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. სამთავრობო ცვლილებებამდე კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო.

„ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად დანერგვას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში.

„განათლების რეფორმა განსაკუთრებული შემთხვევაა და ის გრძელვადიანია, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ინიცირებულია ჩვენს მიერ და ის ახალი რეფორმები, რომლებსაც შემოდგომაზე გავაჟღერებთ, დაინერგება 2018-2019 წლებში. ამ რეფორმების კოორდინაციას და დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული ეფექტური სამთავრობო რგოლები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს”, - აღნიშნა ბახტაძემ.

რეფორმების სწრაფი ეფექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კახა კახიშვილმა: „უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომაც, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ სიკეთე, რომელიც მოაქვს დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]