weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს მართავს

13:10 პარასკევი, 13 ივლისი 2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრა უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ სამი ფრაქციის წევრებთან მიმდინარეობს. უმრავლესობის შემდეგ კონსულტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციასთან, შემდეგ კი „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებთან გაიმართება.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. 6 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. 

მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. პარტიის წარმომადგენლები კანდიდატის ვინაობას პრეზიდენტთან კონსულტაციამდე არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]