weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მნიშვნელოვანია შეიქმნას საინვესტიციო პროექტების შერჩევის ერთიანი სისტემა - მაჭავარიანი

15:15 პარასკევი, 13 ივლისი 2018

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი, მაქსიმალურად მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროექტების შერჩევა სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასების შედეგად ხდებოდეს.

„ჩვენ ვაპირებთ სამინისტროში შეიქმნას, კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ. ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა“, - განცხადა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ წარადგინა. მანამდე, 21 წლის განმავლობაში მაჭავარიანი კომპანია „ჯეოსელში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]