weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მინდელის შახტში მომხდარზე ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება – პრემიერი

12:46 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, დასაქმებულებს კი ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი აუნაზღაურდებათ.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, - განაცხადა ბახტაძემ.

გამთენიისას მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი მძიმედ დაშავდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში აღნიშნულ შახტში სულ 10 ადამიანია დაღუპული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]