weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ

10:06 შაბათი, 21 ივლისი 2018

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დღეს აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ. კენჭისყრა 15:00 საათზე გაიმართება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. სოფლის მეურნეობის მინისტრად წარდგენილია ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად - ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად - ინგა შამილიშვილი, ჯანდაცვის მინისტრად - ზაალ მიქელაძე.

აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობაა საჭირო. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია, საიდანაც „ქართული ოცნება“ 14 მანდატს ფლობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]