weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეც ადვილად მოვუგებ – რევაზ არველაძე

14:19 შაბათი, 21 ივლისი 2018
ფოტოზე რევაზ არველაძე ფოტოზე რევაზ არველაძე

„პრეზიდენტი ბოლო დროს ცდილობს საკუთარი თავი ვითომ „ქართულ ოცნებაზე“ მაღლა დააყენოს. „ქართული ოცნება“ არავის არ ელოდება. როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დააყენებს კანდიდატურას, რა თქმა უნდა, იმ ვადებში რაც განსაზღვრულია. დარწმუნებული ვარ, თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მარგველაშვილი, მეც რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა, ადვილად მოვუგებ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხი მთავარი კითხვაა, მაგრამ ამ ეტაპზე მასზე პასუხის გაცემას არ აპირებს, რითიც „ქართულ ოცნებას“ ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაში ეხმარება.

„ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება, აქ (სასახლეში) იმ კანდიდატს ვერ ნახავთ, ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, იქნება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით დაკავებული, მაგრამ შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ახლა ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, რათა მე დამიპირისპირდეს“, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში გაახმაურებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში არაერთი ადამიანია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გამარჯვება შეუძლია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]