weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კვირიკაშვილი იმიტომ გადადგა, რომ მას მართვა აღარ შეეძლო - ივანიშვილი

22:50 სამშაბათი, 24 ივლისი 2018

„კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა, მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალურ თემა“.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, კვირიკაშვილის მართვის მეთოდმა განაპირობა ის, რომ გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად გუნდურ მართვაში და მით უმეტეს პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი ფაქტობრივად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები - ამაში პრინციპში ცუდი არაფერია, თუმცა მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება და ძირითადად ორ კაცთან - ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა როგორც ჩანდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში, გუნდის მზაობა არ შეინიშნებოდა, მით უმეტეს პარლამენტში და ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის მეთოდი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გუნდის დაშლის რეალური საფრთხე ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა: „ძალიან დიდი იყო ხიფათი, რომ გუნდი დაშლილიყო. მე ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი და კრიტიკულ სიტუაციაში როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა, რომ გუნდი შენარჩუნებულიყო, დავბრუნდი პოლიტიკაში. მე კიდევ მექნება შესაძლებლობა ამ ყველაფერს დავუბრუნდე და ვაჩვენო საზოგადოებას. გუნდში უფრო ღრმად იყო პრობლემები“.

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა, 13 ივნისს გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]