weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

15:51 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

მერკელის ვიზიტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ „ინტაგრამზე“ მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„კანცლერი მერკელი სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონში ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებლებს და ეწვია ევროპის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს“, – წერია მერკელის „ინსტაგრამის“ გვერდზე.

გერმანიის კანცლერის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

ამ თემაზე:

ანგელა მერკელი – ეს არის ოკუპაცია, რაც უდიდეს უსამართლობად რჩება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]