weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა 1 ადამიანს უპირისპირდება – პრეზიდენტი

17:45 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

„ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთან არის დაპირისპირებული და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საკუთარი მმართველობის შეჯამებისას მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რთულ მომენტებში მისი მთავარი ბარომეტრი იყო ის, თუ როგორ ხვდებოდა მას ხალხი თბილისისა და დუშეთის ქუჩებში.

„ამ განცდით ვრწმუნდებოდი, რომ თქვენთან ერთად სწორი გზით მივდიოდი და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში.

„საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში. პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ჩემი აზრით, იგივე მთავარი გამოწვევა აქვს. მისი ერთადერთი შემკვეთი და მისი ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს და როგორ უნდა იმსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე, ან ვინმე, სხვა ადამიანი, ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი. მინდა, ამ თვალსაზრისით, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომელიც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს - ეს არის ის, რომ პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის. არ უნდა იყოს არცერთი მცდელობა იმისა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპიროს ერთმანეთთან. ყველა საშუალება უნდა გამონახო და ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გაერთიანების პროცესში არ უნდა დაიკარგოს ერისა და ქვეყნის მთავარი მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა.

„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულნი, მაგრამ ამ განსხვავებულობით ვემსახურებით მთავარ ღირებულებას - ჩვენს სამშობლოს და დემოკრატიას. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში, მე მათგან გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]