სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

გორის მაჟორიტარი: სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ვერ დავაფინანსებ

12:22 - 11 სექტემბერი 2018 hits 732

პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსურ დახმარებას ვერ გაუწევს.

„მე მის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ სათემო რადიო „მოზაიკასთან“.

იოსებ მაკრახიძე კომპანია „იბოლიას“ 40 % წილის მფლობელია, იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები ფლობენ. 2016 წლის 31 ოქტომბრამდე იოსებ მაკრახიძე ამავე კომპანიის დირექტორიც იყო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მაკრახიძემ ბიზნესიდან 910 663 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, 2016 წელს კი 829 319 ლარი.

გორის მაჟორიტარი და მისი კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლიამ“ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი პარტია რჩეულ კანდიდატს ფინანსურადაც დაეხმარება და შემომწირველებს მოუწოდებს თანხა საპრეზიდენტო კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]