weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა

09:53 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. გოგია რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, - დაწერა გოგიამ. თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ის არაფერს ამბობს და არც მედიასთან გაუკეთებია კომენტარი.

„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა,შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 16 აგვისტოს დაიწყო.

ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

ლაშა გოგია რომ თანამდებობას დატოვებდა, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მერებს უთხრა, რომ არავინ მოითმენს, თუ ისინი ხუთოსნები არ იქნებოდნენ.

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 აგვისტოს დანიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]