weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მეუფე პეტრემ ზურაბიშვილის მიმართ ქსენოფობიური განცხადება გააკეთა – „არა ფობიას“

15:05 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

პლატფორმ „არა ფობიას შეფასებით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიერ ამბიონიდან გაკეთებული განცხადება, როდესაც მან პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს „დაფრანგული“ უწოდა, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს სცდება და ქსენოფობიურია.

მეუფე პეტრეს განცხადება 17 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ეთერში გავიდა.

„ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში - „დაფრანგული“ და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ.

მათ ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში „ფრანგული“, „დაფრანგული“ უწოდა, ანუ გაუკუღმართებული, წამხდარი, მათ აზროვნებას. და აი, ჩვენ „დაფრანგული“ ქალბატონი თავისი „დაფრანგული“ აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას“, - თქვა მეუფე პეტრემ.  

„არა ფობიას“ ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ კრიტიკამ ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათისაა.

„არა ფობია“ მედიის პასუხისმგებლობის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ  მსგავსი ქსენოფობიური განცხადებების უკრიტიკოდ, სარედაქციო კომენტარის გარეშე გაშუქება არ შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ეთიკურ ჟურნალისტიკას.

„მოვუწოდებთ ერთი მხრივ, სასულიერო და სხვა საჯარო პირებს, თავი აარიდონ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც ადამიანების რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს;  ხოლო, მეორე მხრივ, მედია საშუალებებს, საჯარო პირების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური ან სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირებისას, მკაფიოდ აღნიშნონ, რომ ასეთი კომენტარი შესაძლოა გარკვეული ჯგუფების დისკრიმინაციას ახდენდეს“, - ნათქვამია „არა ფობიას“ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), კავშირი „საფარი“,  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]