weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, იდიოტო შენა - ზაზა პაპუაშვილი პარლამენტში

22:23 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრებს დაუპირისპირდა. მისი გაღიზიანება გამოიწვია იმ დასკვნამ, რომელიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც საპასუხო რეპლიკები მოჰყვა.

„შეიქმნა ეს კომისია და რა? სამი თვე თურმე მარტო რეკომენდაციის გასაცემად გჭირდებოდათ. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრთ, რომ ცინიკოსებიც ხართ, უტიფრებიც ხართ, უზრდელებიც ხართ და კიდევ მეტი... უბრალოდ თავს ვიკავებ. დამამთავრებინე, ხმას დაუწიე! და ამის თქმაც მინდოდა, ან რა მორალური უფლება გაქვთ, მანდ რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს, ან კომისიის წევრობა რად გინდათ და ხელმძღვანელობა. ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, ხმას დაუწიე, როცა ვლაპარაკობ აქ, იდიოტო შენა“, - თქვა ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მისამართით.

„კითხვა მაქვს შემდეგი სახის - რა ახალი გარემოება გამოიხატა? რა შესძინეთ აი, ამ სამ თვეში საქმეს? მე თქვენგან პასუხი არ მჭირდება. მე გავცემ ამ კითხვას პასუხს - ვერაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ საპასუხოდ თქვა, რომ დასკვნის წაკითხვით ყველას შეუძლია პასუხი მიიღოს, რა არის ახალი აღმოჩენა, საქმის გამოძიების დროს რა არ გაკეთდა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზაზა პაპუაშვილს ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად, პაპუაშვილი უმცირესობის წევრებთან მივიდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირება მასსა და სერგო რატიანს შორის სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]