weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ე.წ. შეთანხმება, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებზე“ რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან…

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნის შემდეგ, აშშ-ში თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ხუთი მოსამართლე არ გაემგზავრა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა,…

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ განმარტა, რა არის ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩხიკვაძე ამ საკითხზე მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ…

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ქართველი ხალხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში…

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით 7-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „ღია საზოგადოების ფონდის“ თბილისის ოფისი „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატად არის გადაქცეული. ამის შესახებ კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უცხოეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდნენ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან „მჭიდრო კოორდინაცია“ ექნება.

„ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით…

„ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა საკუთარი თავი და სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, პატიმრობაში მყოფმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]